воскресенье, 29 декабря 2019 г.

ა ლა ფურშეტი ქეთუსის ბლოგზე

სტუმრების გამასპინძლების ყველაზე მეტად გავრცელებული წესი ალბათლა ფურშეტი”. ა ლა ფურშეტი –– ფრანგული სიტყვაა და ჩანგალს ან ჩანგლით საკვების მირთმევას ნიშნავს,ამიტომაც  ა ლა ფურშეტი სტილში მოწყობილ წვეულებაზე ყველა თეფშითა და ჩანგლით დადის,თუმცა ხშირად ჩანგალი ჩხირით ჩანაცვლდება ხოლმე.ალა
 ა ლა ფურშეტი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა კორპორატიული წვეულებებისთვის,ბანკეტებისთვის და ზოგად თავშეყრისთვის.გარდა ამისა,ლამაზად დაჭრილლი დნგარზე ოსტატურად დალაგებული ხილი ძალიან ლამაზი დეკორია სადღესასწაულო სუფრისთვისაც,იქნება ეს ახალი წელი ,ბენკეტი თუ საქორწინო სუფრა.
 ა ლა ფურშეტი მოწყობას რესტორნის პერსონალი და დიზაინერები თაობენ ხოლმე,თუმცა თუ დღესასწაულის თავად მოწყობას გადაწყვეტთ,რამდენიმე რჩევით დაგეხმარებით.
ალა ფურშეტი არსი იმაში მდგომარეობს,რომ სტუმრები მაგიდებს კი არ შემოუსხდნენ,არამედ არ შეეზღუდოთ გადაადგილების საშუალება და თავად აირჩიონ რა მიირთვან.ამისათვის ერთ ან რამდენიმე დიდ მაგიდაზე განათავსებენ ხოლმე დიდ ლანგრებზე ლამაზად დაჭრილ ხილს,ტკბილეულს  და ბუტერბროდებს,ასევე დელიკატესებს:ძეხვეულსა და ყველს.სხვა მაგიდაზე კი თეფშები,ჩანგლები,ხელსახოცები და ჭიქები უნდა შემოაწყოთ.ასევე არ დაგავიწყდეთ ალკოჰოლური ან უალკოჰოლო სასმელებიც და ჭიქები მათთვის.
დამეთანხმებით,ამ ყველაფერში ხილისა თუ დელიკატესების დაჭრა-დალაგების ლამაზი დიზაინი ყველაზე მნიშვნელოვანია.კომბინაციები იქმნება პირველ რიგში სახეობის მიხედვით და შემდეგ უკვე სტრუქტურასა და ფერს ითვალისწინებენ.ხშირად ქმნიან სხვადასხვა სახეობის ძეხვეულის ლორის  და ყველის კომბინაციებს,რადგან ეს ყველა დელიკატესია და მათი ფერის შეხამებით საინტერესო ვიზუალის კერძს ვიღებთ.მნიშვნელოვანია,რომ ყველა ეს პროდუქტი იყოს ერთნაირად პროპორციულად თხლად დაჭრილი,ამისათვის ბასრი დანა ნამდვილად დაგჭირდებათ .ამგვარი კერძები  ფორმდება სალათის ფურცლებით,ზეთისხილით და ასევე ციტრუსებითა და დეკორატიულად დაჭრილ ბოსტნეულით.ფოტოებით იხელმძღვანელეთ და თავადაც შექმენით ეს ლამაზი კერძები.        
 ა ლა ფურშეტი წარმოუდგენელია მინი ბუტერბროდების გარეშე,რომლებიც ოსტატურად არისაწყობილიდმაზად განტავსებული ლანგარზე და ასევე გაფორმებული ბოსტნეულით.აქ შეიძლება გამოვიყენოთ პურის პატარა ნაჭრები,მათ შორის განგებ გამომცხვარი პაწია პურები,დელიკატესები,ლორი,ყველი ,ძეხვი და ბოსტნეული.რა თქმა უნდმაზი და აკურატურლი კომბინაციები უნდა შექმნათ: ყველა ნაჭერი ერთი ზომის უნდა იყოს და გემოვნების ტვალსაზრისიტაც ერთმანეთს უნდა შეუხამოთ .ეს ყველაფერი ხშირად მაგრდება პატარა ჯოხებით,შეგიძლიათ კბილების საწმენდი ჩხირებიც კი გამოიყენოთ,თუმცა სპეციალური ჩხირების  შეძენაც შეგიძლიათ.გარდა ამისა,მათ ხშირად პატარა გოფრირებულ წაღალდებში დებენ ხოლმე,ამიტომ მათი ხელში დაჭერა პრაქტიკულია.ძალიან კარგი იდეაა კარტოფილის ჩიფსზე დადებული ხიზილალა,მოსახერხებელი და გემრიელი გამოვა,რას იტყვით? დაბლა მოყვანილი სურათები გამოგადგებათ,რომ ამგვარი ან რაიმე საკუტარი ბუტერბროდები,რომლებსაც სნეკებს უწოდებენ,შექმნათ.
              
საჭმელი იქით იყოს და სუფრის მშვენება მაინც ხილის ასორტი არის ხოლმე.ნახეთ,რამდენნაირად შეიძლება დააწყოთ ლამაზად დაჭრილი ხილი.ხილთან აუცილებლად დადეთ ჩხირები.
                    
ანუ ფონდიუ,მათლაც კარგი მოგონებაა!დამდნარ შოკოლადში ამოვლებული ხილი მართლაც რომ ეგზოტიკაა!ამგვარი  ხილი გემრიელიცაა და ასევე ლამაზიც.გაითვალისწინეთ, რომ ფონდიუსთვის ხილს წინასწარ წამოაცმევენ ხოლმე ჩხირზე და ისე აწყობენ ლანგარსა თი ლარნაკში.ფონდიუს შოკოლადს ხშირად შადრევანის სახით მიართმევენ  ხოლმე,მაგრამ შადრევანი თუ ვერ გააკეთეთ, არ არის პრობლემა,შეგიძლიათ შოკოლადი ლამაზ ჯამში მოათავსოთ.ძალიან კარგი რჩევები ფონდიუს მოსამზადებლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
           
ზემოთ მოგიყვანეთ  ა ლა ფურშეტის  მოსაწყობი ძირითადი კერძები,თუმცა ამ კერძებს ასევე ლამაზ სუფრაზე დაწყობა სჭირდება.
    


Комментариев нет:

Отправить комментарий