суббота, 25 июля 2020 г.

ხინკალი წვნიანი ფარშით


პირველ რიგში, ხორცი დანით იკეპებაახალთხალი, გემრიელი ხორცის ფარშის შემადგენლობაში სასურველია იყოს მთის ბეგქონდარა. ბარში ამ სანელებლის ნაცვლად ხშირად ძირას იყენებენ.
ტრადიციულ ხინკლის ფარშს  ემატება გატარებული ხახვი, ცოტაოდენი ნიორი, მარილი და პილპილი.
იმისათვის რომ ხინკალი წვნიანი გამოვიდეს, შერეულ ფარშში ღორის ხორცი ცხიმიანი უნდა იყოსფარშს ემატება მდუღარე წყალი;

ამასთანავე, ცომი უნდა იყოს მაგარი და ელასტიკური, რომ ხარშვისას არ დასკდეს და ხინკალმა მთელი წვენი შეინარჩუნოს.

წვნიანი ხინკლის მხოლოდ საქონლის ხორცით მომზადება რეკომენდირებული არ არის, რადგან ძალიან მაგარი გამოვა და არც წვენი ექნება. საუკეთესოა  ცხვრის, ღორისა და საქონლის ხორცის შეხამება.



Комментариев нет:

Отправить комментарий